ArchiCAD.ge ← საიტზე დაბრუნება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 26.09.2026

აქ აღწერილია, რა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ArchiCAD.ge, რისთვის და ვის უზიარებს. მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

1. რას ვინახავთ

მონაცემირისთვის
მეილი ან ტელეფონის ნომერი; Google-ით შესვლისას — სახელი და ფოტოანგარიშში შესვლა, ანგარიშის ჩვენება, კავშირი
პაკეტი, მისი ვადა, საცდელი პერიოდი, გამოყენებული პრომოკოდიფასიანი ფუნქციების გახსნა
შეძენის მოთხოვნა: პაკეტი, ვადა, თანხა, საკონტაქტო ნომერი, კომენტარიგადახდის დამუშავება და პაკეტის გააქტიურება
შენახული პროექტები: ნაკვეთები, შენობის პარამეტრები, რუკის ხედიმუშაობის შენახვა და გაგრძელება
ბოლო შესვლის და ბოლო აქტივობის დროანგარიშის უსაფრთხოება, სერვისის მართვა („ვინ არის ახლა საიტზე")
ტექნიკური ჩანაწერები (IP მისამართი, ბრაუზერი, მოთხოვნის დრო)სერვისის მუშაობა და ბოროტად გამოყენების აღკვეთა; ინახება ჰოსტინგის მიერ მოკლე ვადით

საბანკო ბარათის მონაცემებს საიტი არ აგროვებს. საკადასტრო ძებნები და რუკაზე ნანახი ობიექტები თქვენს ანგარიშზე არ ინახება, თუ თავად არ შეინახავთ პროექტს.

2. ვის ვუზიარებთ

მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამოდ არ ვიყენებთ. ისინი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომსახურების მიმწოდებლებისთვის, რომლებიც საიტის მუშაობისთვისაა საჭირო:

მონაცემებს გადავცემთ სახელმწიფო ორგანოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. ქუქიები და ბრაუზერის მეხსიერება

სარეკლამო და სათვალთვალო ქუქიებს საიტი არ იყენებს.

4. რამდენ ხანს ვინახავთ

ანგარიშის მონაცემები და პროექტები ინახება ანგარიშის არსებობის განმავლობაში. ანგარიშის წაშლისას იშლება მისი პროექტები და მოთხოვნები. საბუღალტრო აღრიცხვისთვის საჭირო ჩანაწერები შეიძლება დარჩეს კანონით დადგენილი ვადით.

5. თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, გასწორება, ასლის მიღება ან წაშლა (ანგარიშთან ერთად). პროექტების წაშლა შეგიძლიათ თავადაც, პროფილიდან. მოთხოვნას ვპასუხობთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. საჩივრის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

6. უსაფრთხოება

კავშირი დაშიფრულია (HTTPS); პაროლები ინახება დაშიფრული სახით და ჩვენთვისაც უცნობია; თითოეულ მომხმარებელს ბაზაში მხოლოდ საკუთარ მონაცემებზე აქვს წვდომა.

7. ცვლილებები

პოლიტიკა შეიძლება განახლდეს; მიმდინარე ვერსია ყოველთვის ამ გვერდზეა.

კითხვები, მოთხოვნები და საჩივრები: bolkvadze95@yahoo.com